NGGEORGIA

 

 

არქიტექტურული ბიურო

NG Georgia –ს მიერ წარმოდგენილი საარქიტექტურო ბიურო წარმოადგენს კომპანია NG Galaxy (Germany) წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც აგერ უკვე ორი ათეული წელია არის საერთაშორისო პროექტების უშუალო შემსრულებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც იქმნება არქიტექტორ ნანა ერნანდეს-გეტაშვილის მიერ. ასევე ის არის მრავალრიცხოვანი გარიგებების აგენტი აქსესუარების და დეკორირების VIP-კლასის შესყიდვებში; იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ და კორპორატიულ პროექტის უშუალო დამკვეთს მთელი მსოფლიოს მწარმოებლებთან; ის არის ორგანიზაციებისა და შემკვეთების შუამავალი მხოლოდ ერთი მიზნისთვის:

შეამსუბუქოს (გააადვილოს) პირადი ან კორპორაციული სივრცის შექმნის პროცესი, რომელიც შეესაბამება დამკვეთის მოთხოვნებს, ესთეთიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს, ასევე შეფასების მაღალ კრიტერიუმს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ბიუროს შესაძლებლობები ითვალისწინებს VIP-ობიექტის სრულ მართვას შეკვეთის მომენტიდან მის ჩაბარებამდე. ზუსტი ფსიქოლოგიური მიდგომა და ავტორის მაღალი პროფესიონალიზმი იძლევა საშუალებას შეიქმნას დამკვეთისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები, შემოკლდეს მინიმუმამდე შეხვედრების და კონსულტაციების რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის დროის უკმარისობის გამო, შეიქმნას პროექტი უმოკლეს ვადაში, რომელიც მოიცავს:
ქალაქის, რაიონის, დასახლების არქიტექტურას;
გამოსაფენი სივრცის არქიტექტურას;
შენობის არქიტექტურას;
შენობის ინტერიერს;
იახტის ინტერიერს;
თვითმფრინავის ინტერიერს;
Aვეჯის და დეკორის დიზაინს;
სივრცის კორპორატიული და ინდივიდუალური სტილის შექმნა;
დღეს NG Project კლიენტთა სიის სათავეში არიან სახელმწიფოთა მეთაურები, კომპანიათა პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც აფასებენ საკუთარ დროს, დახვეწილ გემოვნებას და ტაქტს, რომელიც არის პროექტის ავტორის სავიზიტო ბარათი.
NG ყველა პროექტი, უპირველესად არის დამკვეთის შინაგანი სამყაროს განსახიერება ნანა ერნანდეს-გეტაშვილის იდეაში, რომელიც არის თითოეული პროექტის უშუალო ავტორი.
ჩვენ ყოველთვის ვართ შენობის არქიტექტურის და ინტერიერის ტენდენციების საქმის კურსში, რადგანაც ჩვენი თანამშრომლები ესწრებიან ყველა მნიშვნელოვან მსოფლიო საგამოფენო ღონისძიებებს.
ჩვენი პროექტები არ რჩება მხოლოდ ქაღალდზე, რადგანაც ჩვენ მივყვებით ყველა შემდგომ ნაბიჯებს ბოლომდე მათ განსახორციელებლად.
ჰოლდინგ NG Galaxy შემავალ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის წყალობით ჩვენ ვართ უნიკალური, როგორც ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს პროექტი ესკიზის მომენტიდან ბიბლიოთეკაში წიგნების დალაგებამდე, პერსონალის შერჩევამდე, უძველესი საგნების და ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შექმნამდე ან უკვე არსებულის შეფასებამდე. ჩვენ აღვმართავთ და შეგვყავს ექსპლუატაციაში შენობები განახლებული ენერგიის წყაროების გამოყენებით, ისეთების, როგორიცაა ქარის და მზის ენერგია, ვუშვებთ კერძო იახტებს და სამთავრობო თვითმფრინავებს და ვაწარმოებთ მათ აღჭურვილობას დიზაინის და ტექნიკის ბოლო მოდელით.
სადაც ჩვენ ვართ, იქ არის სტილი, ესთეთიკა და წარმატება, სწორად ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული სივრცე ხომ უთუოდ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე მისი შემოქმედების ყველა სფეროში.

1909 წელს, აღმაშენებლის გამზირზე აგებული "აპოლო" კინოთეატრისთვის აგებული პირველი შენობაა თბილისში. მოდერნის სტილში ნაგები შენობის არქიტექტორი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ის გერმანელ კოლონისტთა მდიდარ წარმომადგენელს ეკუთვნოდა, ხოლო მისი არქიტექტურული მორთულობა "არქიტექტურული ძერწვის" ოსტატებს, ნოვაკსა და სოუჩეკს შეუსრულებიათ. 

"აპოლო"-ს მნიშვნელობას გარდა მისი არქიტექტურული ღირებულებისა, ზრდის ის ფაქტიც, რომ ისაა კინოთეატრი, რომელსაც თითქმის საუკუნის განმავლობაში მას არ შეუცვლია თავისი პირვანდელი ფუნქცია და ყოველთვის კინოთეატრად ფუნქციონირებდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად „ბიოგრაფ თეატრი” დანიის ქალაქ კორსორში (1908) და „ჰელიოსი” პოლონეთის შჩეცინში (1909), იმ დროს გერმანიაში.

„აპოლოს“ მნიშვნელობა ქართული კულტურის, ზოგადად ჩვენი მოდერნისა და კინოს ისტორიისთვის შეუცვლელია. ევროპაში მოდერნის არქიტექტურისა და კინოს გაჩენისა და გავრცელების დრო თითქმის ემთხვევა ერთმანეთს და მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორი ევროპული ნოვაციის თანხვედრა ასე წარმატებით განხორციელდა საქართველოში. აპოლო იყო ყველაზე დიდი კინოთეატრი იმ პერიოდის ევროპაში.
ცნობილი, რომ დღეს, მსოფლიოში მოდერნის სტილით აშენებული მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს და მათ შორის არის „აპოლოც“.

"აპოლო", როგორც მოდერნის სტილის ნაგებობებისთვისაა დამახასიათებელია შთამბეჭდავია არა მხოლოდ გარე ფასადით, არამედ შიდა სივრცითაც, რომელიც საინტერესო დეტალებითაა გამოფორმებული. 

NG Georgia გეგმავს დაუბრუნოს თბილისისთვის უმნიშვნელოვანეს ძეგლს პირვანდელი ფუნქცია და სიცოცხლე და მონაწილეობას იღებს მის რეაბილიტაციაში.