NGGEORGIA

NG BAU
მოდულური სახლების მშენებლობა

NG BAU GMBH წარმოადგენს კომპანია HUF HAUS (მოდულური სახლების მშენებლობა) ექსკლუზიურ წარმომადგენლობას რუსეთში, დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, დღეს კი NG Georgia –ს ეგიდით ის იმყოფება საქართველოში.
კომპანია HUF HAUS უკვე საუკუნეზე მეტი ხანია რაც ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში მან მოიპოვა საყოველთაო აღიარება და უმწიკვლო რეპუტაცია თავისი განუმეორებელი სტილით, უცვლელი მაღალი ხარისხით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
HUF მოდულური სახლები ესაა:
- მზა გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს დიზაინს, წარმოებას და მშენებლობას.
- უნიკალური არქიტექტურა, რომელიც მოიცავს ხის კონსტრუქციებს და შუშის ზედაპირს.
- მაღალი ხარისხის გერმანული მასალები და ბოლო თაობის პროფესიული აღჭურვილობა;
- მშენებლობის მოკლე ვადები, რაც მოიცავს სულ 6 თვეს (დიზაინ-პროექტის დამუშავებიდან ობიექტის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე).
- ხარისხის გარანტიას;
- HUF HAUS კონსტრუქცია იწარმოება კომპანიის საკუთარ ქარხნებში და მიეწოდება საბოლოო პუნქტს, სადაც სპეციალისტები აწარმოებენ შენობის კარკასის მონტაჟს, ასევე ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს და შიდა მოპირკეთებას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სამშენებლო პროცესის ყველა ეტაპს, რაც იძლევა არა მარტო ფინანსური დანახარჯების შემცირების, არამედ შესრულების ვადების მინიმალიზირების საშუალებას.