NGGEORGIA

NGG - lux კლასის ბუტიკების ქსელი 

NGG is a multi-brand boutiques network of men's and women's apparel presented by NG Georgia. We are the exclusive distributors of Versace, Versus, Roberto Cavalli, Jitrois, Alexander McQueen, Etro, Ralph Lauren, Gaetano Navarra, Blumarine, Barbara Bui, Casadei and other high-end brands, therefore we have the latest collections of clothes, shoes and accessories in our boutiques. We follow the trends of the fashion industry and we are the first to know about the fresh style appear during the main fashion shows next season. At NGG boutiques you will meet not just managers but stylists glad to consult you in choosing the perfect item of the wardrobe or even to create the whole look.

 

„ვერსაჩეს“ ჩანთების ახალი სერია, ვანიტასი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ტყავისგან და მასზე გამოსახული მედუზასგან არის შექმნილი, სეზონის ჰიტი აღმოჩნდა და არაერთი ვარკვლავის გარდერობში აღმოჩნდა. თეთრი,შავი, წითელი, ცისფერი და ვარდისფერი ჩანთები ოქროსფერი მეტალის ელემენტებით ხაზს  უსვამს მფლობელის ექსკლუზიურ სტილს. 

 

1 მარტს ფრანგმა დიზაინერმა, ჟან კლოდ ჟეტრუამ საკუთარ რეზიდენციაში 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.


  ძირითადად ტყავისგან შექმნილი კაბები, რომელიც ზუსტად იმეორებს ქალის სილუეტს, მინიმალისტური ელემენტებითაა გაფორმებული. შთამბეჭდავი აღმოჩნდა ამავე კოლექციაში შემავალი ბეწვის თბილი სამოსიც. 

 

18 თებერვალს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში  იტალიელი დიზაინერის, ფრანჩესკო სკოგნამიგლიოს 2014-2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მოეწყო. დიზაინერი ამ კოლექციაში კლასიკურ ფერებს და ფორმებს  იყენებს.


Media

https://www.youtube.com/watch?v=IpJSRpaneFM

მილანის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი მთავარი მოვლენაPhilipp Plein-ის 2014/15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც Naomi Campbell-მა გახსნა. გარდა ფერადკანიანი სუპერმოდელისა, გერმანელი დიზაინერის სამოსი პოდიუმიდან ირინა შეიკმაც წარადგინა. 


 


ჩვენება იმიტირებულ ბენზინგასამართ სადგურზე გაიმართა, ძველი შევროლეს ფონზე მოსიარულე გოგონების სამოსი კი, რომელიც ტყავის, ბეწვისა და მეტალის ელემენტებით იყო გაფორმებული გულგრილს ძნელად თუ ვინმეს დატოვებს.

 

 

„ამერიკული ოცნება“, ასე ქვია კოლექციას, რომლის ჩვენების ნახვაც შეგიძლიათ ბმულზე,

74 წლის იტალიელმა დიზაინერმა, Roberto Cavalli-მ დიდი ხნის ოცნება აისრულა და 22 თებერვალს, მილანში, მონტენაპოლეონეს 6 ნომერში ახალი, 5 სართულიანი ბუტიკი გახსნა, რომელიც ყველა მანამდე არსებულ ბუტიკზე დიდია.

1 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მაღაზიაში გაერთიანებულია სტანდარტული კოლექციები და ექსკლუზიური ნივთები, რომლებიც სპეციალურად მილანის ბუტიკის სტუმრებისთვისაა შექმნილი. ბუტიკის გახსნა დიზიანერმა ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას დაამთხვია, რომელიც ცეცხლოვანი მრგვალი ტბის გარშემო გამართა.