NGGEORGIA

რობერტო კავალის ახალი ბუტიკი მილანში

რობერტო კავალის ახალი ბუტიკი მილანში

74 წლის იტალიელმა დიზაინერმა, Roberto Cavalli-მ დიდი ხნის ოცნება აისრულა და 22 თებერვალს, მილანში, მონტენაპოლეონეს 6 ნომერში ახალი, 5 სართულიანი ბუტიკი გახსნა, რომელიც ყველა მანამდე არსებულ ბუტიკზე დიდია.

1 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მაღაზიაში გაერთიანებულია სტანდარტული კოლექციები და ექსკლუზიური ნივთები, რომლებიც სპეციალურად მილანის ბუტიკის სტუმრებისთვისაა შექმნილი. ბუტიკის გახსნა დიზიანერმა ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას დაამთხვია, რომელიც ცეცხლოვანი მრგვალი ტბის გარშემო გამართა.