NGGEORGIA

კონოთეატრი აპოლო

კონოთეატრი აპოლო

1909 წელს, აღმაშენებლის გამზირზე აგებული "აპოლო" კინოთეატრისთვის აგებული პირველი შენობაა თბილისში. მოდერნის სტილში ნაგები შენობის არქიტექტორი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ის გერმანელ კოლონისტთა მდიდარ წარმომადგენელს ეკუთვნოდა, ხოლო მისი არქიტექტურული მორთულობა "არქიტექტურული ძერწვის" ოსტატებს, ნოვაკსა და სოუჩეკს შეუსრულებიათ. 

"აპოლო"-ს მნიშვნელობას გარდა მისი არქიტექტურული ღირებულებისა, ზრდის ის ფაქტიც, რომ ისაა კინოთეატრი, რომელსაც თითქმის საუკუნის განმავლობაში მას არ შეუცვლია თავისი პირვანდელი ფუნქცია და ყოველთვის კინოთეატრად ფუნქციონირებდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად „ბიოგრაფ თეატრი” დანიის ქალაქ კორსორში (1908) და „ჰელიოსი” პოლონეთის შჩეცინში (1909), იმ დროს გერმანიაში.

„აპოლოს“ მნიშვნელობა ქართული კულტურის, ზოგადად ჩვენი მოდერნისა და კინოს ისტორიისთვის შეუცვლელია. ევროპაში მოდერნის არქიტექტურისა და კინოს გაჩენისა და გავრცელების დრო თითქმის ემთხვევა ერთმანეთს და მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორი ევროპული ნოვაციის თანხვედრა ასე წარმატებით განხორციელდა საქართველოში. აპოლო იყო ყველაზე დიდი კინოთეატრი იმ პერიოდის ევროპაში.
ცნობილი, რომ დღეს, მსოფლიოში მოდერნის სტილით აშენებული მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს და მათ შორის არის „აპოლოც“.

"აპოლო", როგორც მოდერნის სტილის ნაგებობებისთვისაა დამახასიათებელია შთამბეჭდავია არა მხოლოდ გარე ფასადით, არამედ შიდა სივრცითაც, რომელიც საინტერესო დეტალებითაა გამოფორმებული. 

NG Georgia გეგმავს დაუბრუნოს თბილისისთვის უმნიშვნელოვანეს ძეგლს პირვანდელი ფუნქცია და სიცოცხლე და მონაწილეობას იღებს მის რეაბილიტაციაში.