NGGEORGIA

NGG ქიმწმენდის სერვისი

კომპანია NG GEORGIA წარმოადგენს პროფესიონალური ქიმწმენდის ქსელს NGG DRY CLEANING საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ მაღალი კლასის გერმანული წარმოების ფირმა "KOBLENZ & PARTNER"-ის მოწყობილობას, რომელიც არის ლიდერი პრემიუმ-სეგმენტის მომსახურეობაში. "KOBLENZ & PARTNER "-ის სამრეწველო სამრეცხაო ტექნიკა აღიარებულია საუკეთესოდ 5-ვარსკვლავიან ისეთ ცნობილ სასტუმროებს შორის, როგორიცაა: MARRIOTT, SHERATON, KEMPINSKI, HILTON, HOLIDAY INN და სხვა. ჩვენ მომსახურეობას ვუწევთ კერძო და კორპორაციულ კლიენტებს და ვაწარმოებთ არა მხოლოდ დელიკატური ქსოვილების, არამედ ბეწვეულისა და ტყავის საქონლის ქიმწმენდასაც. NGG DRY CLEANING სპეციალისტები ყოველი 6 თვის შემდეგ გადიან სტაჟირებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და იციან ყველაფერი თანამედროვე სარეცხი საშუალებების და ქიმწმენდის ტექნოლოგიების შესახებ. ამიტომაც, ჩვენ ვიღებთ ნებისმიერი სირთულის შეკვეთებს და ვასრულებთ სამუშაოს უმაღლეს დონეზე.
KOBLENZ ვებ გვერდი : http://www.ikoblenz.ru/