NGGEORGIA

ელექტრონული ბიბლიოთეკა

 საუკეთესო მწარმოებლების ავეჯი და ინტერიერის სხვა საგნები მხოლოდ აიპად ეკრანის შეხებით. ჩვენ წარმოგიდგენთ NG Library პროექტს, რომელიც არის ინტერიერის დიზაინსა და სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი შემოქმედების და დამკვეთთან ურთიერთობის გამოცდილების შედეგი. ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილია და პროგრესული პროგრამირების პროცესშია მონაცემთა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 2000 ფაბრიკა-მწარმოებლის მიერ წარმოებულ ავეჯს, განათების მოწყობილობებს, ტექსტილს, ხალიჩებს, ლოგინის თეთრეულს და სხვა აქსესუარებს.
NG Library ელექტრონული ბიბლიოთეკა მისაწვდომია მომხმარებლისთვის ბუტიკებში და ოფისებში, მის შექმნას საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტორები:
1. ბაზარზე მათი სრულიად არარსებობა, ან ავეჯის ბრენდების მრავალსახეობის არარსებობა გეოგრაფიული სივრცის სხვადასხვა სფეროების მაღაზიებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში.
2. ერთიანი დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზის არარსებობა, სადაც მომხმარებელი შეარჩევდა საქონელს.
3. მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ინტერნეტ-მომსახურეობის გამოყენების დაბალი აქტივობა (მაშინ, როცა ინტერნეტშოპინგი და კონსიერჟის მომსახურეობა ხდება სულ უფრო აქტუალური).
NG Library ელექტრონული ბიბლიოთეკა წარმოადგენს მყუდრო სივრცეს, სადაც ფინჯან არომატულ ყავასთან ან კენკრის ჩაისთან რამდენიმე საათში შესაძლებელია ბინის ან საოფისე ფართის, სააგარაკო სახლის ან შენობის მთელი კომპლექსის კეთილმოწყობა. ამისთვის საკმარისია გახსნათ იპად, შეარჩიოთ თქვენს მიერ მოწონებული ინტერიერის საგნები, გააფორმოთ შეკვეთა და მიიღოთ საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერ მომენტში შეამოწმოთ შეკვეთის სტატუსი, მიმართოთ მოთხოვნით ელ. ფოსტით ან დარეკოთ ტელეფონით NG ცხელ ხაზზე. ჩვენი მენეჯერები არამარტო გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, არამედ კლიენტთან რჩებიან შეკვეთის მიღების მომენტამდე.